Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Baptism

პატრიარქის ნათლული კიდევ 1300-მდე ჩვილი გახდა

20/01/2015

ნათლისღების დღესასწაულზე ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 38-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1300-მდე ჩვილი გახდა.

ნათლობის პროცესის დასრულების შემდეგ პატრიარქმა პატარები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები დალოცა და მათ ღვთის წყალობა უსურვა.

მონათლულებს სამახსოვროდ ნათლობის მოწმობები, ჯვრები და კალენდრები გადაეცათ.

დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 22 ათასზე მეტი ბავშვია. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced