სიახლეები
ნათლისღება
19/01/2015
საქართველოს მართამადიებელი ეკლესია 19 იანვარს 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ–ერთს - ნათლისღებას აღნიშნავს. საზეიმო წირვა–ლოცვა ყველა მოქმედ მართმადიდებლური ტაძარში აღევლინება.
ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.
როდესაც იესო ქრისტე წმინდა იოანე ნათლისმცემელთან მივიდა,რომელიც ამ დროს მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა და თან მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლის შესახებ ქადაგებდა, წმინდა იოანე მიხვდა, რომ ის , ვინც მის წინ იდგა სწორედ ის იყო, ვის გამოჩენასაც არა მარტო იოანე ნათლისმცემელი, არამედ მთელი კაცობრიობა ადამი და ევადან მოყოლებული ელოდა. და ის ვისაც ადამიანები თვითონ უნდა ეხსნა და გაენათლებინა, ახლა ნათლის მიღებას მისგან ითხოვდა. „მე მეკუთვნის შენგან ნათლისღება და შენ ჩემდა მოხუალ?„ – მხოლოდ ეს ჰკითხა მაცხოვარს უფლის წინამორბედმა. იესო ქრისტემ წმინდა იოანე ნათლისმცემელს შეახსენა, რომ ის უნდა შეესრულებინა, რაც ღვთისგან ჰქონდა დავალებული. როდესაც მაცხოვარი იორდანეში ჩავიდა და წყალი განწმინდა, იესო ქრისტეს თავზე მტრედის სახით სულიწმინდა დაადგა და ზეციდან გაისმა ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვეყავ“. ამ დღეს გაცხადდა პირველად სამება ყველასთვის სახილველად და საკუთარი ნათლისღებით მაცხოვარმა სწორედ ამ დღეს დაგვიწესა ნათლობის საიდუმლო.
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.
ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















