სიახლეები
საკვირაო ქადაგება
18/01/2015
18 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ:
“დიდება და მადლობა უფალს წყალობისათვის, კურთხევისათვის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ კიდევ შევხვდით ნათლისღების დღესასწაულს. დღეს არის ის დღე, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე მივიდა იორდანეს და იოანე ნათლისმცემელმა იხილა რა უფალი, უთხრა ხალხს, მოციქულებს: აჰა, კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა.
ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, რომ წყალობა ღვთისა უხვად გადმოდის საქართველოზე.
დღეს შესრულდა დიდი აიაზმა. წელიწადში ორჯერ სრულდება დიდი აიაზმა, ნათლისღებას და ნათლისღების წინა დღეს.
დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, აკურთხოს ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი და წარსული.
ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს.
მშვიდობა, სიხარული და ბედნიერება სუფევდეს ჩვენთან და მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო. თქვენ ხედავთ როგორ მღელვარე დროს ვცხოვრობთ ჩვენ, ამიტომ უფალი მოგვცემს წყალობას და დამშვიდდება ყველაფერი.
დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რომ გაამთლიანოს საქართველო. ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო”, – ბრძანა პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















