სიახლეები
19 იანვარს საყოველთაო ნათლობა გაიმართება
15/01/2015
19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო 38-ე ნათლობა გაიმართება.
პატრიარქის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ჩვილი გახდება.
უწმინდესის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, ჯვარი და პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ.
ნათლობა სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 22 059 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
შეგახსენებთ, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















