სიახლეები
საკვირაო ქადაგება
11/01/2015
11 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით წინასწარმეტყველის, დავით მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.
“დავით წინასწარმეტყველი არის საოცარი პიროვნება, რომელიც დედის მუცლად ყოფნიდანვე წინასწარმეტყველად იყო არჩეული. იგი წერდა ფსალმუნებს და გალობდა. იმდენად ძლიერი იყო მისი ფსალმუნების მადლი, რომ როცა მეფე საული დამძიმებული იყო ბოროტი სულისგან, მას ეძახდნენ, ის გალობდა და ეშმაკი შორდებოდა სულს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი”. ეს ყოველი ადამიანის ლოცვა უნდა იყოს. ყოველმა ჩვენგანმა სთხოვოს უფალს, მაუწყე ანუ მიჩვენე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე და ჩვენი მიწიერი გზა უნდა მივიდეს სასუფეველში. … იმდენად დიდი იყო მისი სიმშვიდე, რომ უფლის მეგობარი იყო. უფლის საყვარელი ადამიანი იყო”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმიდესმა ქადაგებისას დავითისა და გოლიათის ბრძოლაც გაიხსენა და შესთხოვა მას, რომ იყოს შემწე და მფარველი საქართველოსი. “დავით წინასწარმეტყველმა სახელი განსაკუთრებით გაითქვა გოლიათის დამარცხებით. გოლიათი იყო უძლიერესი ადამიანი, დავითი კი იყო ახალგაზრდა. მან შურდულით და ქვით დაამარცხა გოლიათი, ხოლო თავისი ხმლით თავი მოკვეთა. ეს იყო ღვთის დიდი წყალობა.
დღეს ჩვენ შევთხვოთ დავითს, რომ იყოს შემწე და მფარველი საქართველოსი. დავით მეფემ მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი. შეგეწიოთ მეფე დავითის ძლევამოსილი ძალა და მთელ საქართველოს შეეწიოს მადლი, რომელიც მას ღმერთმა უბოძა”, – ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა დღესვე რამდენიმე მღვდელი დააჯილდოვა. უწმიდესმა დღევანდელი ქადაგების ბოლოს დათუაშვილების, ჯინჭარაულების და არონიების გვარიც დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















