Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


The Nativity of Jesus Christ

გილოცავთ ქრისტეს შობას!

07/01/2015

7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინება.

შობის ღამესთან დაკავშირებით არსებობს ტრადიცია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა საქართველოში. ამ ღამეს ფანჯარასთან ანთებენ სანთელს და ამით მოვიხმობთ ყოვლადწმიდა ქალწულს, მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას ჩვენს სახლებში და არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გულებში.

მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს შობას აღნიშნავს ძველი, ანუ იულიანური კალენდრით, 25 დეკემბერს, რომელიც საერო (გრიგორეანული) კალენდრით 7 იანვარს ესადაგება, ე.ი. საერო კალენდრის, ანუ ახალი სტილის 7 იანვარი იგივეა, რაც ძველი სტილის, ანუ საეკლესიო კალენდრის 25 დეკემბერი.

მთელი ძველი აღთქმის პერიოდში უფალი უგზავნიდა ებრაელებს წინასწარმეტყველებს, რომლებიც ადამიანებს მაცხოვრის დასახვედრად და ახალი აღთქმისთვის ამზადებდნენ. ოთხი დიდი და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი იქნა მოვლენილი იუდეველებთან. უფალმა თავიდანვე, სასუფევლიდან ადამის გამოძევების დროს აღუთქვა მათ, რომ მოავლენდა ძეს კაცისას, რომელიც გამოგვიხსნიდა სიკვდილისა და ცოდვის ტყვეობიდან.

ავგუსტუს ოქტავიუსის მეფობის დროს რომის იმპერიაში საყოველთაო აღწერა გამოცხადდა. ებრაელებს წესად ჰქონდათ, რომ ამ დროს მშობლიურ ადგილებს უნდა დაბრუნებოდნენ თავიანთი ტომისა და გვარის მიხედვით. წმინდა ქალწული მარიამი მოდგმით დავითის ტომიდან და ბეთლემიდან იყო, ასევე, იოსებიც, ამიტომ სულიწმინდის მადლით მიდგომილი ქალწული და მოხუცი დამწინდველი იოსები ბეთლემში ჩავიდნენ. არც ერთ სასტუმროში მათთვის ადგილი არ აღმოჩნდა და იძულებულები გახდნენ ქალაქის განაპირას, გამოქვაბულისათვის შეეფარებინათ თავი, რომელსაც ავდრის დროს ცხოველების სადგომად იყენებდნენ.

დეკემბრის სუსხიან ღამეს იშვა განკაცებული ღმერთი. ღმერთი, რომელსაც მთელი ხილული თუ უხილავი სამყარო ვერ იტევს. წმინდა ქალწულმა კი დაიტია და შვა, შვა უმტკივნეულოდ.

იმ ადგილას, სადაც ქრისტე იშვა, მახლობელი სოფლებიდან მოსული მწყემსები აძოვებდნენ საქონელს. მათ სადღეღამისო მორიგეობა ჰქონდათ. პირველად, ურიცხვი ანგელოზების გალობით, სწორედ ამ მწყემსებს ეხარათ სანატრელი სიტყვები:

“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”. ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი და ღმერთი ისევ შერიგდნენ, რაც საუკუნო სიკვდილიდან გამოხსნასა და ნეტარებას მოასწავებდა. მანამდე ხომ სასუფევლის კარები ყველასთვის დახშული იყო?! მათ ის ვარსკვლავიც იხილეს, რომელიც მოგვებს მოუძღოდათ. მოგვებმა ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო-როგორც მეფეს, გუნდრუკი-როგორც ღმერთს და მური- როგორც კაცს, ანუ ადამიანს.

ქრისტეს შობით ახალი ერა დაიწყო. ეს ის ერაა, რომლისთვისაც მთელი ძველი აღთქმა ემზადებოდა. ძველი დრო გაჩერდა და ახალი დაიწყო. აპოკრიფულ წყაროებში ასეთი რამ არის მოთხრობილი: როცა წმინდა მარიამი მშობიარობდა, მოხუცი იოსები ბებიაქალის საძებნელად გარეთ გამოვიდა. ამ დროს მან იხილა, რომ წამიერად ყველაფერი გაჩერდა: გაჩერდა წყალი, ცხოველი, ფრინველი და ადამიანიც და უცებ ყველაფერმა ისევ დაიწყო მოძრაობა, ანუ დამთავრდა ძველი დრო და ახალ ერას დაუთმო გზა.

მაცხოვრის შობით აღსრულდა უფლის დანაპირები, რომელიც ესაია წინასწარმეტყველმა გააჟღერა: ”აჰა, მიუდგეს ქალწული და შვას ძე და სახელი მისი ემმანუელ,” რაც თარგმანებით ნიშნავს: ”ჩვენთან არს ღმერთი.”

ქრისტიანის ცხოვრებაში ყველა ეკლესიური მოვლენა ქრისტეს აღდგომას და მის ამაღლებას უკავშირდება. ეს არის მწვერვალი ადამიანის გადარჩენისა, ქრისტესთან ერთად აღდგომისა და ამაღლებისა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced