სიახლეები
ილია II-ის საახალწლო მილოცვა 2015
01/01/2015
ღვთივკურთხეულო ჩვენო სულიერო შვილებო, საქართველოში მცხოვრებო სხვადასხვა ერებისა და რელიგიების წარმომადგენელნო, პატრიარქი უცხოეთში მცხოვრებო ჩვენო თანამემამულენო, დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.
გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობას და ახალ წელს.
ყოველ წელს ჩვენ ველოდებით სიახლეს, ვთხოვთ უფალს ბედნიერებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნება დაემორჩილება ღვთის ნებას, თუ ჩვენ გავაკეთებთ სიკეთს. ეს სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება. ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს განსაცდელი, ნუ შეგეშინდებათ ამის. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო იქნება ბედნიერი.
დღეს როდესაც ადამიანი დგას მრავალი პრობლენის წინაშე, უნდა გააძლიეროს ლოცვა. ჩვენ მოგვიახლოვდა ქრისტე შობის დღესასწაული, უნდა გავაძიეროთ ლოცვა ღვთისადმი, მაცხოვრისადმი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ჩვენ ვიქნებით ბედნიერნი.
ღვთის წყალობით ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული.
ახლა კი ავდგეთ ფეხზე და მოვისმინოთ დალოცვის ლოცვა:
“გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენამან შენმან.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















