Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Bishop Daniel

საკვირაო ქადაგება

28/12/2014

28 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი):

“გვიახლოვდება შობა-ახალი წლის დღეები. ეს არის დღეები, რომელიც ყოველ ადამიანს აღავსებს დიდი სიხარულით და ეს სიხარული არის გამომდინარე ჩვენი სასოებიდან, რომ ახალი წელი ეს არის ახალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში და გვაქვს იმედი, რომ იგი შეიძლება გახდეს თითოეული ჩვენგანის, მთელი ერის, ქვეყნის განახლების, უკეთესი მომავლის წელი.

სასოება მეტად მნიშვნელოვანი სათნოებაა, არასოდეს არ უნდა შეირყეს იმედი იმისა, რომ ღვთის შეწევნით და დახმარებით, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ცხოვრება, თითოეული ჩვენგანისა, მთელი ერისა და ქვეყნისა, ღმერთი მოგვანიჭებს ძალას, რომ დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული წანააღმდეგობანი და ვიპოვოთ სწორი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.

სახარებაში უფალი ბრძანებს: შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელი არს ღვთისა მიერ. მართლაც, არ არსებობს რთული ვითარება, რომლისგანაც არ შეიძლება ღმერთმა ადამიანი არ იხსნას. ამიტომაც, დიდია ჩვენი იმედი და სასოება.

თუ გვექნება მტკიცე და შეურყეველი რწმენა ღვთისა, ჩვენ გვაქვს საფუძველი იმისა, რომ გვჯეროდეს ჩვენი იმედი არ გაცრუვდება. ჩვენი იმედი, სასოება აუცილებლად გამართლდება და გვექნება დიდი სიხარული და ბედნიერება.

დავსვათ კითხვა: როგორია ჩვენი სარწმუნოება? არის იგი მტკიცე და შეურყეველი? და ჩვენ დავინახავთ, რომ, დიახაც, ხშირად ჩვენი სარწმუნოება განმტკიცებას საჭიროებას, მეტ სრულყოფას და აქედან გამომდინარეობს შედეგი ჩვენი ცხოვრებისა, რამეთუ უფალი ბრძანებს: სარწმუნოებისამებრ თქვენისა მოგეგოს თქვენ.

უფალი ყველაფერს მოგვცემს, რასაც კი ვითხოვთ კეთილს, სასარგებლოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენი რწმენა უნდა იყოს მტკიცე და შეუორგულებელი”, აღნიშნა მეუფე დანიელმა.

მიტროპოლიტის თქმით, ყველაზე დიდი დრო, ყველაზე დიდი შრომა, უპირველესად რწმენის გაძიერებას უნდა დავუთმოთ. საჭიროა კარგად გავიაზროთ უფლის მცნებები, ვისწავლოთ – სჯული.

“ეს ყველაფერი შეუძლებელია ლოცვის, მარხვის, აღსარების გარეშე. ამ საქმეში ჩვენ გვჭირდება ხელმძღვანელი, მეგზური, მასწავლებელი, რომელსაც ეწოდება მოძღვარი. თუ ასე ცხოვრობს ადამიანი, იგი უახლოვდება უფალს, მისი რწმენა ძლიერდება და რასაც ითხოვთ, უფალი გვეუბნება: ყველაფერი მოგეცემათ,”- ბრძანა მეუფემ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced