სიახლეები
პრეზიდენტის მილოცვა პატრიარქს
25/12/2014
თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 37 წლისთავს.
უკვე არაერთი ათწლეულია, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველზე დრამატულ და მნიშვნელოვან ეპოქაში, თქვენი სულიერი ღვაწლი, სიყვარულისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები გვაძლევს განსაცდელში სიმტკიცის, ერთობისა და თანადგომის ძალას, გვინერგავს მომავლის იმედსა და რწმენას, შთაგვაგონებს საკუთარ თავში მოვიძიოთ შინაგანი სიმშვიდე, პიროვნული სრულქმნისათვის შრომის მზაობა, ქვეყნისათვის მსახურების ენერგია.
ორიენტირები, რომლისკენაც თქვენ მიგვიძღვებით, უნივერსალურია და არ ცნობს ეთნიკურ, კონფესიურ და სხვა განხსვავებებს. ამიტომაც არის თქვენი ღვაწლი საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება. ვუსურვებ მათ, რომ კვლავაც დიდხანს გეპყრათ ხელთ ჩვენი სულიერი ცხოვრების საჭე.
ბედიერი ვარ, რომ წილად მხვდა შესაძლებლობა, ცხოვრების ყველზე რთულ და საპასუხისმგებლო მომენტებში პირადად თქვენგან მივიღო რჩევა და სულიერი შემწეობა.
გისურვებთ დღეგრძელ და ჯანმრთელ ცხოვრებას, უშრეტ ენერგიას ერის სულიერი წინამძღოლობისათვის.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















