სიახლეები
საკვირაო ქადაგება
21/12/2014
21 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შედეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა სამებაილია მეორემ.
უწმიდესის თქმით, ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისთვის.
“დიდ ხარ შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი! დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ყოველდღე ვლოცულობთ და ვთხოვთ უფალს მოგვანიჭოს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, პურის სიუხვე და სხვა. ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისთვის, როცა ვღებულობთ მადლს, რომელიც მოგვანიჭა უფალმა”, – ბრძანა ილია მეორემ.
უწმიდესმა დღეს, ათი კეთროვნის შესახებ წაკითხული სახარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფალს ყოველდღე უნდა ვმადლობდეთ, რადგან უფალმა მოგვცა სიცოცხლე.
“უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისთვის, განსაცდელისთვის, სიხარულისთვის, სიყვარულისთვის, ოჯახის სიმტკიცისთვის და უფალი მუდამ ჩვენთან იქნება”, – აღნიშნა პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















