Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Bravo

პროექტი „თანადგომა“

11/12/2014

ინსტრუმენტული ანსამბლ-ტრიო ,,ბრავოს“ ორგანიზებით და გერმანიის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით, გრძელდება პროექტის ,,თანადგომა“ - დევნილთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის“ ლექცია-კონცერტები.

პროექტი „თანადგომა“ ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, დევნილთა ჩასახლებებში, დევნილთათვის სამოქალაქო განათლების საკითხებზე, საზოგადოებაში მათი აქტიური ჩართულობისა და ინტეგრაციისთვის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის გაცნობას, მათი საქმიანობის წარმოჩენას, აგრეთვე დევნილთათვის საინტერესო თემებზე ლექცია-კონცერტების ორგანიზებას ტრიო ,,ბრავოს“ შესრულებით. პროექტის „თანადგომა“ პარტნიორებია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (უზრუნველყოფს დევნილთა ჩასახლებებს სხვადასხვა სახის ლიტერატურით), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი (გადასცემენ საეკლესიო და საპატრიარქოს ეგიდით გამოცემულ წიგნებს), დავით სარაჯიშვილის საქველმოქმედო ფონდი (დევნილ ბავშვებს გადასცემს საჩუქრებსა და ტკბილეულს); მხარდამჭერები: დევნილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced