სიახლეები
საკვირაო ქადაგება
07/12/2014
7 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსმა, გრიგოლ კაციამ. ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მან მრევლს წმ. ეკატერინეს ხსენების დღე მიულოცა და დღესასწაულის არსზე ისაუბრა.
“სახარებიდან გვახსოვს, როცა სამი წელი მოწაფეები და მოციქულები უფალთან იყვნენ. შემდეგ მარტო გავიდნენ და დიდი ზეიმითა და სიხარულით დაბრუნდნენ. უფალი მათ ეუბნება: რას ზეიმობთ, რა გიხარიათ? მოწაფეები პასუხობენ: ჩვენ, თქვენი მადლით, ლოცვით ბევრი სასწაული მოვახდინეთ. მკვდარნი აღვადგინეთ, სნეულნი განვკურნეთ, არაწმიდა სულები გვემორჩილებიან, დავეხმარეთ გაჭირვებულებს. პასუხი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყო ასეთი: ნუ გიხარიათ ეს. არამედ, გიხაროდეთ ის, როცა თქვენი სახელები დაეწერება ცათა სასუფეველში. და შემდეგ უფალმა დაგვიტოვა ასეთი მცნება: ეძიებდეთ ცათა სასუფეველს და სიმართლესა მისსა. ჩვენ, დღესასწაულები ისე უნდა ვიზეიმოთ, როგორც ეს მცნება. ჩვენი დღესასწაული არის მოლოდინი დიდი დღესასწაულისა. ამიტომ, ჩვენ როცა ვზეიმობთ ეკატერინობას, ბარბარობას, ნიკოლოზობას, უნდა მოვემზადოთ ამ დღესასწაულებისათვის, ვიცოდეთ წმინდანების ცხოვრება, ტროპარი, განმარტება იმ სახარებისა, რომელიც იკითხება ამ დროს და როდესაც მას ვკითხულობთ, ვევედრებით, მისი მადლი, სათნოება გადმოდის ჩვენზე,” – ბრძანა ეპისკოპოსმა.
მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ყოველი ქრისტიანი მეომარია.
“მთავარი სათნოება, რომელიც ჩვენს ერს ახასიათებს არის ვაჟკაცობა, მამაცობა. ამ წუთისოფელში ყოველი ქრისტიანი არის მეომარი. არ შეიძლება ქრისტიანი იყოს ლაჩარი და მცირედმორწმუნე, მით უმეტეს, – ქართველი ქრისტიანი. როდესაც ჩვენს პატრიარქ ამბროსი ხელაიას უთხრეს, ნუთუ არ გეშინია სიკვდილისა, პასუხი ასეთი იყო: სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს და ხორცს რაც გინდათ, ის უყავით. ასეთი შემართებით უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი,” – აღნიშნა მეუფემ და დასძინა, რომ თანამედროვეობაში ამის მაგალითი ჩვენი პატრიარქია, რომელიც ყოველთვის გვეუნება, ვეძიოთ ცათა სასუფეველი და მისი სიმართლე და დანარჩენი ყველაფერი მოგვეცემა ჩვენ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















