Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


St Alexander of Neva

პატრიარქის ქადაგება

06/12/2014

წმინდა ალექსანდრე ნეველის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდანის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღესრულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ტაძარში შეკრებილებს ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დაარსების 150 წლისთავს. მისივე თქმით, აქ მოღვაწეობდნენ დიდი მამები და პატრიარქმა ისურვა მათი მადლით, მათი ლოცვებით ღმერთმა დაიფაროს ყოველი ადამიანი.

ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნა, რომ 1957 წელს, აქ მოხდა პირველად მისი ბერად კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ მესამის დროს.

"ეს იყო მძიმე დრო. გრძელდებოდა სასულიერო პირთა დევნა. შევთხოვ უფალს, რათა ღმერთმა აქ მოღვაწე წმინდა მამების ლოცვებით დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება და საქართველო და რუსეთი", - ბრძანა უწმინდესმა.

ტაძარში გამობრძანებულია იყო წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები და მორწმუნეებს მათი მოლოცვის შესაძლებლობა დღის ბოლომდე ქონდათ. ტაძარში მსახურება 2 ენაზე (ქართულად და რუსულად) პარალელურად აღესრულა. 

წმინდა ალექსანდრე ნეველი ნოვგოროდის მთავარი იყო. სიკვდილის წინ იგი მძიმედ სნეული იყო, როდესაც ბერად აღიკვეცა და მალევე, 43 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced