Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


The Entrance of the Theotokos

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული

04/12/2014

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს. ამ დღესასწაულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანთათვის, რადგან დასაბამია საუკუნოდ დაფარული საიდუმლოების აღსრულებისა - მესიის განკაცების მომასწავებელი. მართლმადიდებლურ ტაძრებში ამ დღეს ქრისტეს შობის მაუწყებელი და მახარებელი საგალობლები იგალობება.

წმ. იოაკიმემ და წმინდა ანამ 50 წელი იცხოვრეს ისე, რომ მათ შვილი არ მიეცათ. რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფასა და ქილიკს ითმენდნენ. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს უბოძებდა, მასვე შესწირავდა. უფალმა შეისმინა წმ ანას ლოცვა - ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული - მარიამი, რომლისგანაც შემდგომ სამყაროს მაცხოვარი მოევლინებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებმა ერთადერთი ასული 3 წლის შესრულებისთანავე იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ებრაელთა შორის არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ტაძარში ერთად ცხოვრობდნენ ქვრივები და ქალწულები, რომლებსაც უფლის მსახურების აღთქმა ჰქონდათ დადებული. “მათ შორის დაემკვიდრა მარადის ქალწული”, “სამღვდელო საუნჯე დიდებისა ღვთისა და კარავი იგი ზეცათა”. ღვთისმშობლის ტაძარში მიყვანებისას, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას წინ სასულიერო პირები შემოეგებნენ. ტაძარში შემავალი გზა 15 საფეხურიანი კბით სრულდებოდა. დედამ ღვთის მომავალი მშობელი პირველ საფეხურზე დასვა. მან კი ყოველგვარი დახმარების გარეშე აიარა საფეხურები და ეკლესიაში შეაბიჯა. მღვდელმთავარმა “მრავალპატიოსანი იგი ქალწული” წმინდა ადგილას შეიყვანა. იქ, სადაც არა თუ ქალის, სასულიერო პირის შესვლაც კი იკრძალებოდა. მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა დღესასწაულებზე. დანაპირების შესრულებით გახარებული წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა სახლში, იერუსალიმიდან 3 დღის სავალზე მდებარე პატარა ქალაქ ნაზარეთში დაბრუნდნენ და მარტო ცხოვრება განაგრძეს. მარტოობის მიუხედავად თავს ბედნიერად გრძნობდნენ, რადგან მათი მხოლოდშობილი ქალწული ტაძარში მსახურებით სულიერად ყვაოდა და ღმერთს ადიდებდა.

ყველა მართლმადიდებლისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღსასწაულზე - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა დილიდან აღესრულება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced