სიახლეები
საქართველოს პატრიარქის განცხადება
02/12/2014
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან (და მომავალში, ალბათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მმართველ ძალასთანაც) ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს და ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს. მინდა საზოგადოების ყურადღება ორ მომენტზე შევაჩერო:
ამ ხელშეკრულებით უგულებელყოფილ იქნა საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნება ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობისა. ყველამ იცის, რომ ჩვენს შემთხვევაში, ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 20 წელზე მეტია იძულებით არის გადაადგილებული და, ბუნებრივია, მონაწილეობას ვერ იღებდა ტერიტორიის ბედის განსაზღვრაში.
უკვე მერამდენედ აღვნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია არ გვეძლევა საშუალება აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს ეკლესიის მრევლის რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, რაც, ასევე, საერთაშორისო კანონების დარღვევაა და სხვა.
რა თქმა უნდა, მომხდარი ფრიად სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ჩვენ, ვერასოდეს შევეგუებით. მე ადრეც ვამბობდი და კვლავაც გავიმეორებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისათვის ეს დროებითი განსაცდელია.
საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ძმურ ურთიერთობას ადრე თუ გვიან აღადგენს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან სიმართლე და სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















