Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


100000 Martyrs

პატრიარქი დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის

13/11/2014

13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. 

ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობები გაიმართება. კერძოდ, 14:00 საათზე, მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვითი მსვლელობა დაიწყება დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიიდან, 15:00 საათზე კი, ერთდროულად სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და ვარდების მოედნიდან.

სპორტის სასახლიდან და დიდუბის პანთეონიდან მსვლელობის მონაწილეები ერთმანეთს შეუერთდებიან გმირთა მოედანზე. შემდეგ ისინი ვარდების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე შეკრებილ მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდებიან. ვარდების მოედნიდან კი სავარაუდოდ 16:00 საათისთვის სამღვდელოება, მრევლი, ბაირაღოსნები და მედროშეები, საზეიმო მსვლელობით წააბრძანებენ წმინდა 100 000 მოწამის ხატს მეტეხის ხიდამდე, სადაც მათ ასევე ისნიდან მომავალი მრევლი შეუერთდებათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II კი მეტეხის ხიდზე პარაკლისს 17:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს, რაც ქართველებმა არ შეასრულეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced