სიახლეები
საკვირაო ქადაგება
03/11/2014
2 ნოემბერს, საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარმა ღირსი მამა გაბრიელის არქიმანდრიტისა და სალოსის ხსენების დღესთან დაკავშირებით იქადაგა.
“საქართველოს წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საქართველო მდიდარია გამოჩენილი ადამიანებით. გამოჩენილი ადამიანები ჩვენ ყველა საუკუნეში გვხვდებოდნენ – ღვთით, ღვთის წყალობით დაჯილდოებულნი.
დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა გაბრიელისა. თქვენ თითქმის ყველანი იცნობდით მამა გაბრიელს, იცნობდით მის ლოცვას, მოღვაწეობას. ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი – ხანდახან იყო მლოცველი. განსაკუთრებით ლოცულობდა ერისთვის, ხალხისთვის. ხანდახან იყო სალოსი, მაგრამ ღვთის წინაშე ღვთით დაჯილდოებული იყო სასწაულებით. ახდენდა სასწაულებს. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მისი ლოცვით ღმერთმა დაამშვიდოს და დააწყნაროს საქართველო, ჩვენი ეკლესია, გაამთლიანოს საქართველო და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი ერთმანეთში ხედავდეს ძმას და არა – მტერს”, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.
2 ნოემბერს, რამდენიმე სასულიერო პირი დაჯილდოვდა. იღუმენი თეოფანე არღვლიანი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. მღვდელმონაზონი შიო გელაშვილი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. ასევე, მღვდელმონაზონი იოსებ იკაშვილი იქნა აყვანილი იღუმენის ხარისხში.
გარდა ამისა, პატრიარქმა დალოცა შემდეგი გვარები: საათაშვილები, როსმანაძეები, იაშაღაშვილები, მუსელიანები და გაგოშვილები.
პატრიარქმა ცნობილ ექიმებს რაულ მანაგაძეს და რევაზ გაგუას იუბილე მიულოცა.
უწმიდესმა ასევე დალოცა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია და ნაკრები, რომელიც გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ მიემგზავრება.
თბილისს მამა გაბრიელის სახელობის ქუჩა შეემატება, რომელიც მის საცხოვრებელ სახლთან მდებარეობს. ასევე, იქვე ახლოს გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც წმინდა გაბრიელ სალოსის სახელობის ტაძარი აშენდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















