სიახლეები
პატრიარქი საკრებულოს გახსნის ცერემონიას დაესწრო
26/10/2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. პატრიარქმა თბილისობის დღესასწაული მიულოცა დამსწრე საზოგადოებას, პრეზენტაციაზე მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას.
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. როცა ჩვენ ვდღესასწაულობთ “თბილისობას”, ჩვენ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ერეკლე და სხვანი, რომლებიც იღწვოდნენ საქართველოსთვის, თბილისისთვის და თბილისელებისთვის.
როცა ჩვენ ვამბობთ, ვლაპარაკობთ “თბილისობაზე” უპირველესად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის, უმუშევართა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ, დასძლიონ ყველა ის მძიმე წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ გვხვდება. ჩვენი მომავალი ღვთის მადლით ნათელია და კურთხეული.
კურთხეულ იყოს თბილისი, კურთხეულ იყოს თბილისელები და სრულიად საქართველო, ამინ!” – აღნიშნა უწმიდესმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















