სიახლეები
პატრიარქის შეხვედრა ისრაელის პარლამენტის წევრებთან
23/10/2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გუშინ საპატრიარქოში ებრაულ დელეგაციას უმასპინძლა.
ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის ფარგლებში პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდნენ ისრაელის პარლამენტის წევრები, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
როგორც პატრიარქმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დღეს განიცდის მძიმე პერიოდს, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
"დროებით საქართველო ვერ აკონტროლებს აფხაზეთსა და ცხინვალს. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაუბრუნდეს თავის პატრონს, საქართველოს. ეს საჭიროა საქართველოსთვისაც და მათთვისაც – აფხაზებისა და ოსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე დიდი ძალა, მატერიალური და ადამიანური ძალა, რომელიც ამაში ჩვენ დაგვეხმარება, ეს არის ისრაელი და ებრაელები", - ბრძანა უწმინდესმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















