Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Visit

საქართველოს პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა

23/10/2014

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კვიპროსიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

მამა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კვიპროსში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს მეორის ოფიციალური მიწვევით გაიმართა.

პროტოპრესვიტერის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, ღალიაში მისულიყვნენ, სადაც მეათე საუკუნიდან ქართული სამონასტრო კომპლექსი არსებობდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქ სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა.

"კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა, რომელსაც აქვს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, საქართველოს პატრიარქის მიმართ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა მიწის ნაკვეთი, რომელიც ღალიაში მდებარეობს. იქ უნდა აშენდეს სამონასტრო კომპლექსი, რათა ქართულად შესრულდეს წირვა-ლოცვა", - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა კვიპროსის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციაში, სადაც 2016 წლის საეკლესიო კრების მომზადების საკითხზეც იყო საუბარი. 

მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, პატრიარქის პოზიცია იყო, რომ ეს კრება უნდა გახდეს მართლმადიდებელთა ერთობისა და თანხმობის ნიმუში და მართლმადიდებელი ეკლესიები ამ კრებაზე შეთანხმებული აზრით მივიდნენ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced