Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საქართველოს პატრიარქი კვიპროსს მოილოცავს

17/10/2014

17-22 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია მეორე კვიპროსს მოილოცავს. პატრიარქი კვიპროსში დელეგაციის წევრებთან ერთად გაემგზავრა.

დღეს უწმიდესი ჩაბრძანდება ლარნაკას აეროპორტში, სადაც მას ექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

18 ოქტომებრს დაგეგმილია შეხვედრა კვიპროსის ეკლესიის მეთაურთან, უნეტარეს ქრიზოსტომოს II-სთან. შემდეგ დაგეგმილი არის ოფიციალური სადილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივსაცემად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კვიპროსის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლებისა და კულტურის მინისტრი. ასევე ხვალვე დაგეგმილი არის კათოლიკოს-პატრიარქის ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია “მეგასთან” ბიზანტიის მუზეუმში.

მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, 19 ოქტომბერი წმიდა ლაზარეს წმიდა ნაწილების ამობრძანების დღეა. ამასთან დაკავშირებით ლარნაკას წმინდა ლაზარეს ტაძარში გაიმართება ერთობლივი წირვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილია მეორე, საქართველოს დელეგაციის მღვდელმთავრები და სასულიერო პირები.

20 ოქტომბერს დაგეგმილია კიკოსის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მოლოცვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეწვევა მონასტერს და იქ პარაკლისს გადაიხდის. პატრიარქი პატივს მიაგებს არქიეპისკოპოსს მაკარიუსის ხსოვნას და მის საფლავს ეწვევა.

21 ოქტომბერს დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და დელეგაციის წევრების სტუმრობა ღალიის ქართულ სამონასტრო კომპლექსში. პატრიარქი ახლადაღდგენილ სამონასტრო კომპლექსს დაათვალიერებს. იქ აღსრულებული სასულიერო პირებისა და ქტიტორების სულის მოსახსენიებლად პანაშვიდს გადაიხდის, შესრულდება პარაკლისი.

პატრიარქი საქართველოში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced