სიახლეები
სადღესასწაულო წირვა
15/10/2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტების გზა.
"ეს გზა ყოველმან ადამიანმა უნდა იპოვოს. ხშირად ეს გზა არის ვიწრო, განსაცდელებით სავსე, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ დღეს სვეტიცხოველში დაბრძანებული იყო ათონის მთაზე დაწერილი ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ უფალი ჩვენთან არის.
უწმინდესმა დასძინა, რომ ღვთის ძალითა და შეწევნით განსაცდელები დაძლეული იქნება.
ტაძარში წირვას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები.
პატრიარქმა დალოცა პრემიერ-მინისტრი და უსურვა, "ღმერთმა მისცეს ძალა, გაუძღვეს ამ დიდ საქმეს".
პატრიარქმა, ასევე, დღესასწაულთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















