სიახლეები
საკვირაო ქადაგება
12/10/2014
12 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
როგორც უწმიდესმა ქადაგებისას ბრძანა, ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისა და მუდმივად უნდა განვითარდეს მისი გონება, გული და სხეული.
“ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისა, ადამიანი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მუდმივად განვითარდეს მისი გონება, მისი გული, მისი სხეული. ცოდნა უნდა განავითაროს და ეს განვითარება, ეს მიღწევები სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. მაცხოვარი ამბობს: “იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს”. მაგრამ ადამიანი ვერასდროს მიაღწევს იმ სრულყოფილებას. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანის განვითარება დაუსრულებელია. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ, რა პირობები უნდა იყოს იმისთვს, რომ ადამიანი განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თვითონ უნდა იმუშაოს თავის თავზე, თვითონ უნდა იფიქროს, რა მიიყვანს განვითარებამდე. შეიძლება რომ აღვირახსნილობამ განავითაროს ადამიანი?! აღვირახსნილობა, რომელიც ახასიათებს კაცობრიობას დღეს, თრგუნავს გონებას, ჩლუნგდება ადამიანის გონება, იღლება, დაიღალა ადამიანი ამ უწესობისგან, ცოდვისგან, მაგრამ ამისთვის ღმერთმა მოგვცა ჩვენ სინანული და აღსარება. აღსარებაზე უნდა მივიდეს ადამიანი და თავისი ცოდვები მოინანიოს”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმიდესის თქმით, ადამიანის განვითარების კიდევ საშუალებაა წიგნიერება. ილია მეორემ მრევლს წიგნის კითხვისკენ მოუწოდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















