Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


IES

ცხადდება მსმენელთა მიღება

02/10/2014

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის "ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია", "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის" ფარგლებში აცხადებს მსმენელთა მიღებას.

პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:

•     ტრადიციული რელიგიები საქართველოში;

•     ფსიქოლოგია. კონფლიქტების ფსიქოლოგია;

•     აზროვნება და მისი განვითარების პრობლემა (აზროვნების ფილოსოფია);

•     ეთიკა. ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა;

•     მედიაცია - კონფლიქტების მოგვარება მოლაპარაკების გზით;

•     სახელმწიფო და რელიგია - საქართველოს მაგალითი; საერთაშორისო პრაქტიკა;

•     ადამიანის უფლებები - უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება;

•     აღმოსავლური ლიტერატურა და ხელოვნება; ევროპული ლიტერატურა და ხელოვნება.

ლექციებს წარუძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.

სალექციო კურსი დაიწყება 2014 წლის 6 ნოემბერს და ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, 16 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში.

ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7 თვეს (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი აპრილი, მაისი). 

სტუდიაში მსმენელებად მიიღებიან 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2014 წლის 6 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 12 სთ-დან 17 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).

მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: info@patriarch.ge

ცნობებისათვის დარეკეთ ტელ.: 298 49 76.

გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სტუდ. ბილეთის ქსეროასლი.

“ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision” –ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced