Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

22/09/2014

21 სექტემბერს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორ კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, დღეს განსაკუთრებული დღეა. ყოვლადწმიდა სამების ტაძარში, უწმიდესთან ერთად სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთობლივი ლოცვა წაიკითხეს.

“მთელი ქართველი ერი ერთითა გულითა და ერთითა სულითა აღავლენს ლოცვებს, საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის. დღეს არის შობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან.

დღეს ყოველივე მსოფლიო დაუტევოს ზრუნვაი. ვიფიქროთ ჩვენს სულზე, სამშობლოზე.

სახლშია ადამიანი თუ ტაძარში, გზაში თუ სამსახურში, ყველაფერი დატოვეთ, დადექით მუხლებზე, არაპყარით ხელები ზეცას და ვთქვათ ლოცვა:

“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!”

ღვთისმშობელმა დედამ ისმინოს ლოცვა სრულიად საქართველოსი,”- ბრძანა უწმიდესმა.

შეგახსენებთ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში, იოაკიმესა და ანას ოჯახში დაიბადა.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა. მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ “მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced