Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქის მიმართვა მრევლს

20/09/2014

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვის კურთხევას აძლევს, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამია. 

განცხადების ტექსტი საპატრტიარქოში ჟურნალისტებს გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. მასში აღნიშნულია, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევაა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. 

"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!". ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced