Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

13/09/2014

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში სტუმრად მყოფ თურქეთის რელიგილურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს მეჰმედ გორმეზის ოშკში და ხახულში ქართული ღვთისმსახურების აღდგენა სთხოვა.

პატრიარქმა საუბრის დასაწყისში თურქეთში ვიზიტი გაიხსენა.

“მე არ დამავიწყდება ის ძმური და მეგობრული შეხვედრები, რომელიც ჩვენ გქვონდა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. შეიძლება ითქვას, რომ ამის ახალი ეტაპი იქნება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა ჩვენს შორის ყველას არ მოსწონს. მაგალითად, ის რაც მოხდა ამ დღეებში, რომლის შესახებ ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ, ასევე ის რაც მოხდა ჩემი თურქეთში ვიზიტის წინ, როდესაც დაანგრიეს ერთ-ერთი ქართული ეკლესია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაღიზიანებული ურთიერთობები იყოს ჩვენს შორის. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ასეთ მოვლენებს ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია ხალხისთვის”, – ბრძანა უწმიდესმა და აღნიშნა, რომ იგი გაიზარდა ოჯახში, სადაც მუსულმანებს პატივს სცემდნენ.

როგორც ილია მეორემ შეხვედრისას აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი აშენდა, თურქეთში კი ქართული სალოცავები არ არის.

“საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის. ამის გამოსწორება საჭიროა. ისეთ ისტორიული ქართული ძეგლები როგორიც არის არდაშენი, ოშკი, ხახული, იშხანი, ხანძთა, ოთხთა – ეს არის ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული კერები. იქ დღეს ქართველები ჩადიან, იქნებ იყოს საშუალება იქ იმოღვაწონ ქართველმა ბერებმა და აღსდგეს ქართულად მსახურება. მრავალი ქართველი ტურისტი ჩადის თურქეთში, ისინი ითხოვენ ლოცვას ქართულ ენაზე. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას თურქეთში არ გააჩნია იურიდიული სტატუსი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, თურქეთში ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, კერძოდ, ბერძნულს, სომხურს, რუსულს აქვს იურიდიული სტატუსი, ქართულს კი – არა. პატრიარქის თქმით, შესაძლებელია რელიგიის საკითხებზე სხვა კუთხითაც ურთიერთობის განმტკიცება და თანამშრომლობა.

პატრიარქის ინფორმაციით, რიზეს უნივერსიტეტი საპატრიარქოს უნივერისტეტთან დაძმობილებულია, შესაძლებელია ასევე თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის და თურქეთში, რომელიმე სასულიერო სასწავლებელთან ურთიერთობის ჩამოყალიბება.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის დროს თურქეთში ისაუბრეს ორმხრივი ქართულ-თურქული კომისიის შექმნის შესახებ, რომელშიც ოთხი წევრი საქართველოს მხრიდან შევა, ოთხი – თურქეთის მხრიდან. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ეს კომისია უკვე შექმნილია საქართველოში და როგორც მისთვის არის ცნობილი, თურქეთშიც ჩამოყალიბდა.

პატრიარქმა ითხოვა, ისტორიულად ქართულ ეკლესია-მონასტრებთან ქართულად და თურქულად იყოს გაკეთებული წარწერები, რომ ისინი ქართული წარმოშობისაა.

უწმინდესი საუბრისას ასევე შეეხო თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ქართულ ტაძრებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს და აღნიშნა, რომ საჭიროა ორივე მხრიდან ამ ტაძრების რესტავრაციისადმი ყურადღება, რადგან ეს უფრო მეტ შედეგს გამოიღებს. პატრიარქმა ასეევ ხაზი გაუსვა არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას ამ ტაძრებში, რომელიც ბევრ საკითხს გადაწყვეტს.

“საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ შორის ნამდვილად ძმური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი აღმატებულების, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამობრძანდით ჩვენთან და ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტს ექნება შედეგები”, – აღნიშნა პატრიარქმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced