სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
28/08/2014
28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის ღვთისმშობლის მიძინება მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია შესრულდა.
წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა.
როგორც უწმიდესმა ქადაგებისას აღნიშნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველია.
“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს და ამას ჩვენ ვხედავთ ჩვენი წარსულით. რამდენი სისხლი და ცრემლი უნახავს სიონის საკათედრო ტაძარს და რამდენი ბედნიერი დღეები”, – ბრძანა პატრიარქმა და თბილისში ჯალალ-ედ-დინის შემოსევა გაიხსენა, რომელმაც სიონის საკათედრო ტაძარს გუმბათი მოხსნა, იქ ტახტი დაიდგა და 100 000 ქართველის წამებას იქიდან უყურებდა.
“ჩვენ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. მსოფლიოს განსაცდელები ექნება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადააფარებს კალთას და საქართველო გაბრწყინდება. არა მარტო გადარჩება, მქადაგებელი იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორემ ის დღე გაიხსენა, როდესაც სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო და სიონში ყოფნისას დიდი მადლის მიღება იგრძნო.
“დაგლოცოთ და გაგახაროთ უფალმა. სიონის მადლი გეწეოდეთ თქვენ ყველას”, – ბრძანა ქადაგების დასასრულს ილია მეორემ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















