Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

27/07/2014

27 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა და ადამიანმა რომ სამშობლო და ახლობლები დააფასოს, ილია მეორე-სამება უცხოეთში უნდა წავიდეს. უწმიდესის თქმითვე, შეიძლება უცხოეთში მეტი მატერიალური სიდიადეა, მეტი სიუხვეა, მაგრამ ის, რაც მთავარია, რაც კვებავს სულს, გონებას და სულიერ სამყაროს, არსად არის იმდენი, რაც არის საქართველოში.

“ძალიან მომენატრა სამშობლო და ძალიან მომენატრეთ თქვენ. სამი კვირა ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი. ადამიანმა თავისი სამშობლო და ახლობლები რომ დააფასოს, ალბათ უცხოეთში უნდა წავიდეს. იქ იხილავს სამშობლოს სიდიადეს, სიწმინდეს. ასე დავინახე მეც. ასე დიდხანს – სამი კვირა არასდროს ვყოფილვარ უცხოეთში. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მართლა განსაკუთრებული ქვეყანაა. მართლა ღვთისმშობლის წილხვედრია, მართლა გამოიყოფა თავისი სიწმინდით, სიდიადით. როცა ვუყურებთ და შედარებას ვაკეთებთ სამშობლოსა და უცხო ქვეყანას შორის, ვხედავთ, რომ შეიძლება უცხოეთში მეტი მატერიალური სიდიადეა, მეტი სიუხვეა, მაგრამ ის, რაც მთავარია, რაც კვებავს სულს, გონებას და სულიერ სამყაროს, არსად არის იმდენი, რაც არის საქართველოში. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ვხედავთ, რამდენად განსხვავდება საქართველო. იქ, ჩვენთან ბევრი ქართველი ახალგაზრდა მოვიდა. გვქონდა შეხვედრები. ერთ საღამოს 500-მდე ახალგაზრდა მოვიდა. გვქონდა მათთან საუბარი. ისინიც გრძნობენ ამ განსხვავებას. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერმა შეჩვევა იცის – სიკეთემაც და ბოროტებამაც. ამიტომ არ უნდა შევეჩვიოთ ბოროტებას, არ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი იყოს მატერიალური დოვლათი. მატერიალური დოვლათი საჭიროა, მაგრამ მატერიალურ დოვლათზე მეტი არის სულიერი დოვლათი, სულიერი სიწმინდე და ამას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ”, – ბრძანა ილია მეორემ.

მომავალ შაბათს, 2 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია წინასწარმეტყველის დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც უწმიდესმა ქადაგებისას აღნიშნა, ამ დღესთან დაკავშირებით, პარასკევს საღამოს ჩატარდება ლოცვა, ხოლო შაბათს საზეიმო წირვა აღევლინება. გარდა ამისა, შაბათს, საღამოს საპატრიარქოში მიღება გაიმართება.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced