Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Grant Competition

სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

22/07/2014

2014 წლის 11 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში გაიმართა ფონდის მმართველი საბჭოს სხდომა. საბჭომ მოისმინა 2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში აგრარული და აგროინჟინერიის მიმართულებებით შემოსული პროექტები, რომელთაც კონკურსის მეორე ეტაპი გადალახეს.

აგროინჟინერია

1.   კონსტრუქციული და რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიური ღონისძიებების დამუშავება საქართველოს სამთო პირობებში მომუშავე გუთნების საიმედოობის გაზრდისათვის;

2.   ფერმერულ მეურნეობებში თხილის მოსავლის ამღები ტექნიკური საშუალებების დამუშავება, გამოცდა და წარმოებაში დასანერგად წარდგენა.

აგრარული

3.   მცენარეთა ზრდის სტიმულატორის ტექნოლოგიის დამუშავება და მისი გავლენა ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოებაზე;

4.   შავკაპიტოს ვაზის ჯიშის ვენახის აღდგენა-პოპულარიზაცია  თავის ადგილწარმოშობის ტერიტორიაზე, ბიოპრეპარატ ბიორაგის გამოყენებით;

5.   პურ-პროდუქტების დასამზადებლად უსპორო საფუარების გამოყენების პერსპექტივა;

6.   თუთის აბრეშუმხვევიას მაღალპროდუქტიული ჯიშების შენარჩუნება და გაუმჯობესება, სელექციის ეფექტურობის განსაზღვრა მათემატიკური მეთოდების გამოყენებით;

7.   სოფლის მეურნეობის მინერალური სასუქებით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი არატრადიციული მინერალური წიაღისეულის შესწავლა და პერსპექტიულ ობიექტებზე რეკომენდაციების შემუშავება;

8.   ქართული ფუტკრის ჯიშური სიწმინდის აღდგენა და მაღალხარისხოვანი სანაშენე მასალის წარმოების ხელშეწყობა;

9.   მწვანე კაკლის გამოყენების ინოვაციური ტექნოლოგია ფუნქციონალური პროდუქტის მისაღებად;

10.   თუთის აბრეშუმხვევიას  (Bombyx mori L.)  ბაქტერიოზების წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგია და  ხალხური რეწვის განვითარება;

11.   ნიადაგის პოტენციური ნაყოფიერების გაზრდა ახალგაზრდა ვენახის პლანტაციის გასაშენებლად წყალტუბოს რაიონის აგროეკოლოგიურ პირობებში;

12.   ჰიდროპონული მეთოდით მიღებული  მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის საკვების ბაზაზე,  იმერეთის რაიონში (ვანი) მსხვილფეხა საქონლის მცირე ფერმერული მეურნეობის შექმნა  და რძის წარმოება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced