სიახლეები
მსმენელთა დაჯილდოვება
15/07/2014
დღეს, 15 ივლისს, 17:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში გაიმართა პროექტის - „მედიაცია, კონფლიქტის (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით“ მსმენელთა დაჯილდოვება.
2013 წლის ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდში არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის “World Vision”-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია, რომელშიც 1 ნოემბრიდან დაიწყო მზადება ახალი პროექტის “მედიაცია – კონფლიქტის (მათ შორის რელიგიური) მოგვარება მოლაპარაკების გზით” განსახორციელებლად. ეს უკვე რიგით მესამე ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტია, რომელსაც ფონდი ახორციელებს ამ სტუდიის ფარგლებში, „World Vision“–ის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში წაკითხულ იქნა შემდეგი ლექციები:
ტრადიციული რელიგიები;
სახელმწიფო და რელიგია – საქართველოს მაგალითი;
ადამიანის უფლებები – უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება;
რელიგია და სახლმწიფო – საერთაშორისო პრაქტიკა;
მედიაცია – კონფლიქტების მოგვარება მოლაპარაკების გზით;
იუდაიზმი;
მართლმადიდებლობა – სახელმწიფო და ეკლესია. პატიება, მიტევება და შემწყნარებლობა - მართლმადიდებლური მსოფხედველობა;
ისლამი – თანაარსებობა იუდაიზმსა და ქრისტიანობასთან ერთად;
სომხური სამოციქულო ეკლესია საქართველოში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















