Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Mediation

დაჯილდოვება

14/07/2014

15 ივლისს, 17:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში იმართება პროექტის - „მედიაცია, კონფლიქტის (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით“ მსმენელთა დაჯილდოვება.

2013 წლის ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდში არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის “World Vision”-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია, რომელშიც 1 ნოემბრიდან დაიწყო მზადება ახალი პროექტის “მედიაცია – კონფლიქტის (მათ შორის რელიგიური) მოგვარება მოლაპარაკების გზით” განსახორციელებლად. ეს უკვე რიგით მესამე ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტია, რომელსაც ფონდი ახორციელებს ამ სტუდიის ფარგლებში, „World Vision“–ის მხარდაჭერით. 

პროექტის ფარგლებში წაკითხულ იქნა შემდეგი ლექციები: 

ტრადიციული რელიგიები;

სახელმწიფო და რელიგია – საქართველოს მაგალითი;

ადამიანის უფლებები – უნივერსალური დეკლარაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. აღმსარებლობისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება;

რელიგია და სახლმწიფო – საერთაშორისო პრაქტიკა;

მედიაცია – კონფლიქტების მოგვარება მოლაპარაკების გზით;

იუდაიზმი;

მართლმადიდებლობა – სახელმწიფო და ეკლესია. პატიება, მიტევება და შემწყნარებლობა -  მართლმადიდებლური მსოფხედველობა;

ისლამი – თანაარსებობა იუდაიზმსა და ქრისტიანობასთან ერთად; 

სომხური სამოციქულო ეკლესია საქართველოში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced