Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Agios Giorgi Agioritis

ღირსი გიორგი მთაწმიდელი

10/07/2014

მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივნისს (10 ივლისი) აღნიშნავს ღირსი გიორგი მთაწმიდელის ხსენების დღეს. მისი ღვაწლი შეუფასებელია ეკლესიისა და მამულის წინაშე, იგი გახლდათ სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი, ათონის სალიტერატურო სკოლის ერთერთი  მამამთავარი, ათონის წმიდა მთის ივერთა მონასტრის წინამძღვარი.

ზეცით მონიჭებულსა სიმტკიცესა მართლმადიდებელთასა და მწყემსსა და მოძღუარსა ქართველსა ერისასა ქებით გიგალობთ და მეოხ გყოფთ ღმრთისა მიმართ მოწყალისა, მოიხილოს ჩუენ ზედა და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და გულსმოდგინებითა ვაქოთ საქმენი შენნი, ღირსნი ქებისაჲ: გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, გიორგი მთაწმიდელო!

სავედრებელი ლოცვა ღირსი გიორგი მთაწმიდელის მიმართ

ჵ, ნათელ-ცისკროვნო ვარსკულავო უდაბნოჲსაო და დიდო იღუმენო ივერთა საღმრთოჲსა მონასტრისაო; თანამზრახუალო და მოდასეო ანგელოზთაო და განმანათლებელო ქართველთაო, მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, უძლურთა ძლიერებაო, ობოლთა ნუგეშინისმცემელო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო და ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მჴურვალედ შენდამი მვედრებელთა მართლმადიდებელთა ღმრთისა მიმართ ურცხვენელო შუამდგომელო. ღირსო მამაო ჩუენო გიორგი მთაწმიდელო!

ჵ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტჱს სამწყსოთაო და დიდო წინამძღუარო მოძღუართაო, ივერთა ეკლესიისა მნათობო და მონაზონთა ღმრთივსულიერო შუენიერებაო, ჴელმწიფეთა თუალუხვავად მამხილებელო და კუერთხითა სწავლისაჲთა განმსწავლელო, მამაო ყოვლად საკჳრველო, ღირსო გიორგი მთაწმიდელო! რომელი ყოვლისავე ქართველთა ნათესავისა მიერ შერაცხილ ხარ თანა-შემწედ მართლმადიდებელთა, მამობრივითა მეოხებითა შენითა შეგვაწყნარე ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს და ნათესავი ჩუენი დაამკჳდროს დიდებულსა მონასტერსა შინა ივერთასა, რაჲთა მარადის თაყუანისცემდენ და მსახურებდენ პორტაიტისად წოდებულსა ხატსა - ივერიის კარის ღმრთისმშობელსა, რამეთუ არცაღა ერთი ქართველი იპოების სავანესა შინა, რომელი დიდითა ღუაწლითა აღაშენეს იოვანე იბერმან და თორნიკყოფილმა-იოვანემ სამკჳდრებელად ქართველთა. ევედრე შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და მეფჱ ქრისტჱს-მოყუარჱ ცხებულ-ჰყოს და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვიდეს ერსა ქართველთასა და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჵ, წმიდათა შორის დიდებულო და მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, ღირსო გიორგი ათონელო, ნუ დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ მოწყალისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღჳძარებაჲ სულთათჳს; მთავართა - სიბრძნჱ, ძლიერებაჲ და კეთილად მწყსაჲ ერისაჲ; მსაჯულთა - სამართალი თუალუხუავი; მჴედართა მამაცობაჲ; წინამძღუართა - გონიერებაჲ და სიმდაბლჱ; ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ; მეუღლეთა - სიყუარული და თანხმობაჲ; შჳლთა - მორჩილებაჲ; ჩაგრულთა - თმენაჲ; მჩაგვრელთა შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა სულგრძელებაჲ; მხიარულთა მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისაჲ და ღმრთისმოსავობისაჲ, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოჲ და ცუდი მორწმუნეობაჲ, ამპარტავნებაჲ, ზაკუვაჲ, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაჲ, უმადლოებაჲ, დრტვინვაჲ, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced