სიახლეები
ლომისობა
11/06/2014
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე: ღვთის წყალობით შემორჩენილი გვაქვს ერთი უძველესი ქართული დღესასწაული, რომელმაც გვიჩვენა, რომ მცხეთის ჯვრის ჭეშმარიტი ძირძველი ქართული საეკლესიო დღესასწაული დავიწყებას არ მისცემია. ეს არის ლომისის წმინდა გიორგის დღესასწაული.
ჩვენში ასეთი აზრი იყო ჩამოყალიბებული, რომ ლომისობა თითქოს არის მთის წარმართული დღესასწაული. სინამდვილეში კი ლომისობა უძველესი ადრექრისტიანული ხანის ქართული სატაძრო დღესასწაულია, რომელიც მთაში აძლიერებს მადლს მცხეთისჯვრის დღესასწაულისა.
„ქართლის ცხოვრებიდან” კარგად ვიცით წმიდა ნინოს ცხოვრება. როდესაც წმიდანი შემოვიდა საქართველოში და იქადაგა სარწმუნოება, იგი ავიდა მცხეთის მოპირდაპირე მთაზე, ილოცა და აქვე სასწაულებრივად გამოჩნდა ცაში ამაღლებული მბრწყინავი ჯვარი. ეს მოვლენა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, დღესასწაულად გამოაცხადა.
შემთხევევითი არ არის, რომ ლომისობა ემთხვევა მარტვილიის ოთხშაბათს. მთაში ქრისტიანობის გავრცელება ასეთი სახით მოხდა და სასწაულებრივი გამოჩენა ქრისტიანული სიმბოლო ჯვარისა, გადაეცა მთის ხალხს, როგორც დღესასწაული უშუალოდ ქრისტიანობის სიძლიერისა, რომელიც ხალხური ტრანსფორმაციით განხორციელდა იმ წმინდანში, რომელიც ქრისტიანული მრწამსის მოწამეობრივად და მედგრად დამცველი იყო- წმიდა გიორგის პიროვნებაში.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















