Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Jvari

მცხეთის ჯვრის დღესასწაული

11/06/2014

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე სათავეს მეფე მირიანის მეფობის დროიდან იღებს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად მიიჩნევა.

მცხეთის ჯვრის დღესასწაული სულთმოფენობის პირველ ორშაბათს აღინიშნება და თავისი მადლმოსილებით უტოლდება იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების უდიდეს დღესასწაულს. სულთმოფენობიდან პირველ ოთხშაბათ დღეს აღსრულდა ჯვრის გამოჩინება ამჯერად მცხეთაში, ჯვრის თავზე, და რადგანაც ეს გამოცხადება ყველა გამოცხადებაზე ზეაღმატებული, ოთხშაბათს მოხდა, სწორედ კვირის ეს დღე დაამკვიდრა საქართველოს ეკლესიამ ჯვრის გამოჩინების დღესასწაულად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მცხეთის ჯვრის გამოჩინების მივიწყებული დღესასწაული - 2007 წელს აღადგინა. დღესასწაული სულთმოფენობის შემდეგ პირველ ოთხშაბათს აღინიშნება.

რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიას, ის ქართლის ერისთავმა გუარამ დიდმა მცხეთის ახლოს მთაზე ააგო. ტაძრის ადგილზე იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ იქამდე ორი საუკუნით ადრე აღმართა. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფრო და უფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა გადაწყვიტა, მის გვერდით დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი აეგო, რომელიც ფეოდალური ხანის მოთხოვნილებებს უფრო შეეფერებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხეთის ჯვრის დიდ ეკლესიას. ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია და არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია. ჯვარი ტეტრაქონის ოთხ აფსიდიანი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაშიც რელიეფურ ქანდაკებებს არსებითი ადგილი უკავია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება 1989 წლის იანვრიდან აღდგა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced