სიახლეები
დაჯილდოვების ცერემონია საპატრიარქოში
30/05/2014
30 მაისს 12:00 საათზე, საპატრიარქოში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის 2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დაჯილდოვების ცერემონია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს შორის, 2013 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საშუალება მიეცათ ფონდისათვის განსახილველად წარედგინათ პროექტები გრანტის მოსაპოვებლად.
ცერემონიაზე მოხდა კონკურსში მონაწილე გამარჯვებული პროექტების ავტორთა დაჯილდოვება, შემდეგი მიმართულებით:
• 2014-2015 წლების დოქტორანტურის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები;
• ბავშვებში წიგნიერებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა;
• სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში;
• საღვთისმეტყველო თარგმანები
• ისტორიულ სამშობლოსთან კულტურული კავშირების შენარჩუნებისა და მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლის ხელშეწყობა დიასპორებში.
დაჯილდოვების ცერემონიას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ბიზნესმენი და მეცენატი დავით იაკობაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრები, ფონდის აღმასრულებელი მდივანი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და ფონდის გენერალური მენეჯერი ლაშა ჟვანია.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















