Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

30/05/2014

29 მაისს ასამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ამაღლება მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა დღესასწაულის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ამაღლების დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა აკლია კაცობრიობას, რა გვაკლია ჩვენ. ზოგი ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე, ზოგი – სულიერზე. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად კაცობრიობას აკლია სიმშვიდე და სიხარული.

სახარებაში წერია, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გაიყვანა ბეთანიისკენ მოციქულები, აღიპყრო ხელნი მისნი, აკურთხა ისინი და დაიწყო ამაღლება. მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში, სიხარულითა დიდითა. ერთი მხრივ, მოციქულები დამწუხრებულები უნდა ყოფილიყვნენ ამ ფაქტის გამო, რომ მაცხოვარმა თითქოსდა ისინი დატოვა, მაგრამ სახარებაში წერია, რომ ისინი დაბრუნდნენ “სიხარულითა დიდითა”, რადგან ახსოვდათ უფლის სიტყვები: მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა,” – ბრძანა უწმიდესმა და დასძინა, რომ უფლის ეს ნათქვამი არა მხოლოდ მოციქულებს, არამედ ჩვენც გვეხება.

“როცა ვამბობთ – “ჩვენთან არს ღმერთი”, ამით სწორედ ვაღიარებთ, უფლის სიტყვებს: მე თქვენთანა ვარ. მადლობა უფალს, რომ ჩვენთან არის ღმერთი და მეორე, რაც აკლია კაცობრიობას, ეს არის სიმშვიდე, გეძლევათ ყველას ლოცვა-კურთხევა, შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს გულებში, თქვენს სულებში, ეს ყველაზე მეტად აკლია კაცობრიობას. შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიმშვიდე. სიმშვიდე თუ იქნება, უფალი ჩვენთან იქნება. ამიტომ, მიმართავდა მოციქულებს უფალი ყოველთვის- “მშვიდობა თქვენთანა”. როდესაც ადამიანში ღვთის მშვიდობაა, მასში სიყვარული და სიხარულია. სიხარული მოდის იმ ადამიანის გულში, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, წამს და უყვარს უფალი. ამიტომ, ეცადეთ, სიმშვიდე სუფევდეს თქვენს სახლებში. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვა არ იყოს თქვენს სახლში”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით, ეს წესი ყველამ უნდა დანერგოს და თუ ვინმე ხმამაღალი სიტყვით მიმართავს, თავად სიმშიდით უპასუხოს. “სადაც სიყვარული არ არის, იქ სიძულვილია”, – აღნიშნა უწმიდესმა.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced