სიახლეები
საკვირაო ქადაგება
25/05/2014
25 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება ცვალებადია. კეთილი მოდის, შემდეგ მიდის, ასევე ბოროტი მოდის, შემდეგ მიდის და ასე ტრიალებს. დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას და მთლიანობას. ჩვენ დღეს ვლოცულობთ იმათთვის, რომელთაც თავი დასდეს საქართველოს მთლიანობისთვის და ჩვენ ვლოცულობთ როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ისე რუსებისთვის, ისე სხვა ერების წარმომადგენლებისთვის.
მე ვფიქრობ და არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, დადგება ის მშვიდობიანი დრო, როცა ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნდება საქართველოს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ განუყოფელი და განუყრელი ძმები. ჩემთვის ეს ადვილი სათქმელია, რადგან 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. მახსოვს ის სითბო, ის განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც იჩენდნენ აფხაზები ქართველების მიმართ. რამდენი შემთხვევა ყოფილა, როდესაც აფხაზებს გადაურჩენია ქართველი და ქართველს გადაურჩენია აფხაზი. ვინც თესავს ღვარძლსა და შურს, მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს, ვერ იქნება, რადგან ღმერთი ამთლიანებს, აერთიანებს და ბოროტი სული, ეშმაკი ჰყოფს. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი მფარველობა გაუწიოს საქართველოს და ასევე იმათ, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს მთლიანობას. დღეს ჩვენ ვასრულებთ პანაშვიდს და ვლოცულობთ მათთვის, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთში, რომლებიც თბილისში მოდიოდნენ და ვიღაცამ მათი თვითმფრინავი ააფეთქა,” – ბრძანა უწმიდესმა.
პატრიარქმა, ქადაგების შემდეგ ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















