სიახლეები
IX საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე”
23/05/2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და აკაკი რამიშვილის ფონდი „ტრადიცია და ინოვაციის“ მიერ 2006 წელს დაფუძნდა საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, რომელიც წელს უკვე მეცხრედ ტარდება.
25 აპრილიდან 30 მაისამდე საფესტივალო საღამოები გაიმართება როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სახვადასხვა რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, ერთ-ერთი დასკვნითი კონცერტი ყოველთვის ბათუმში იმართება.
წელს, ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის კულტურის ცენტრი 23 მაისს მასპინძლობს კონცერტს, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების მერი დავითაშვილისა და ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავს და მათ ნათელ ხსოვნას. საკონცერტო პროგრამშიც ძირითადად მათი ნაწარმოებებია ჩართული, თუმცა აჟღერდება მსოფლიო მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებიც.
კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები: თამარ ლიჩელი, ლელა მჭედლიძე, გიორგი შავერზაშვილი, ვიქტორია ჩაპლინსკაია, ასევე ახალგაზრდა მომღერლები მარიამ ნაჭყებია, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი გოდერძიშვილი, ვიოლონჩელისტი ჰაიკ ბაბაიანი და სხვ.
საფესტივალო კონცერტი ტარდება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ასევე აჭარის ტელევიზიის მხარდაჭერით.
კონცერტის დასაწყისი - 18:00 სთ.
დასწრება - თავისუფალია.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















