Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Holy Mother Of God

ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს სიონის საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ

21/05/2014

ამერიკიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს უახლოეს წუთებში სიონის საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ.

ხვალ, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღეს, ღვთისმშობლის მირონმინარე ხატი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე) დილიდან იქნება დაბრძანებული და იქ შუადღემდე დარჩება; შემდეგ კი დღის ბოლომდე - სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ. 23 მაისს, ღვთისმშობლის ხატი და ამერიკიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოს დატოვებენ.

ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ამერიკიდან სასულიერო პირებმა საქართველოში 5 მაისს ჩამოაბრძანეს. ხატი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გადააბრძანეს, რათა მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ჰქონოდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced