Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Our Lady Of Iver

მირონმდინარე ხატი საქართველოში 23 მაისამდე დარჩება

13/05/2014

ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი, მირონმდინარე ხატი მახათას მთაზე დღეს, 17:00 საათამდე დარჩება.

დღის ბოლოს ხატს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში გადააბრძანებენ.

მირონმდინარე ხატი საქართველოს 23 მაისს დატოვებს. მანამდე კი მოსალოცად იგი სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში დაბრძანდება.

ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი, მირონმდინარე ხატი საქართველოში ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხელმძღვანელობითა და პატრიარქის კურთხევით ჩამოაბრძანეს. 

ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი ხატი მახათაზე დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვაზე დააბრძანეს.

ამასთან, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დღეს 08:00 საათიდან, მახათას მთაზე ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომანქანები შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ: ვაზისუბნიდან მახათას მთის მიმართულებით და მახათას მთიდან ხუდადოვის ქუჩის მიმართულებით.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced