სიახლეები
პატრიარქის ქადაგება
13/05/2014
„ეს წმინდა ლავრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში პირველი წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმსახურნო, ყველას მოგესალმებით ქრისტეს მიერ სიყვარულით და აღვავლენთ მადლობას უფლის წინაშე ამ დიდი წყალობისათვის. იწყება კვირეული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლის სადიდებელი. ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოგვივლინა ჩვენ წარსულში, დღეს და მომავალში გარდამოავლენს ჩვენს ზედა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. გუშინ ჩვენ ვდღესასწაულობდით წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს, რომელმაც ჩამოიტანა საქართველოში ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ეს წმინდა ტაძარი და ეს წმინდა ლავრა, რომელიც შენდება წმინდა ადგილზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ ჩვენ, რამდენად დიდია მოწყალება ჩვენზედა და რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ღვთის წინაშე და ჩვენი ერის წინაშე. შენ იცი ჩვენი უძლურება, შენ იცი ჩვენი თვისებები", - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქი ასევე მიესალმა მახათას მთაზე შეკრებილ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მრევლს და განსაკუთრებით უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს.
"მე დღეს გულითადად მივესალმები ჩვენი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, მთელ ხალხს და განსაკუთრებით მივესალმები უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. თქვენ იზიარებთ ჩვენს სიხარულს და ეს სიხარული თქვენც დაგიბრუნდებათ", - ბრძანა პატრიარქმა.
მახათას მთაზე ტაძარი შემოწირულობებით, ფონდ "ივერიისას" ინიციატივით შენდება. ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია პაატა ბურჭულაძე.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















