სიახლეები
მახათას მთაზე პირველი წირვა აღევლინა
13/05/2014
მახათას მთაზე, ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დღეს პირველი წირვა აღევლინა. წირვა 9.00 საათზე დაიწყო და ის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ნასიძემ აღავლინა. აღსანიშნავია, რომ ლოცვა, ქართული ენის პარალელურად, ისმოდა ინგლისურ ენაზეც, რადგან საქართველოს ამერიკელი სასულიერო პირები სტუმრობენ, რომლებიც ამერიკიდან ღვთისმშობლის მირონმდინარე სასწაულმოქმედ ხატს ჩამოყვნენ. აღნიშნული ხატი მახათას მთაზე მდებარე ტაძარში დღეს, დილის 08:00 საათზე მიაბრძანეს და მასთან მიახლოვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მორწმუნეებმა მახათას მთაზე შეკრება 08.00 საათიდან დაიწყეს. ამ დროისთვის მრევლით სავსეა როგორც ტაძარი, ისე ტაძრის ეზოს ნაწილი, სადაც სპეციალურად მათ განსათავსებლად სამართლამდაცველებს ტერიტორია ბარიკადებით აქვთ შემოსაზღვრული.
ტაძარში ამ დროისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.
ტაძარში მივიდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პატრიარქი ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















