სიახლეები
მომავალ კვირას სვეტიცხოვლიდან წმინდა ჯვრებს სამი მიმართულებით გადააბრძანებენ
28/04/2014
სვეტიცხოვლის ტაძარში ხარების დღესასწაულზე დაბრძანებულ სამ ჯვარს მომავალ კვირას, ანუ აღდგომიდან მესამე კვირას სამი მიმართულებით გადააბრძანებენ. როგორც დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, ერთ ჯვარს მცხეთის ჯვარზე ააბრძანებენ, მეორეს - თხოთის მთაზე არსებულ ტაძარში, მესამეს კი - უჯარმაში არსებულ ტაძარში.
მისივე თქმით, იქ შარშან გადაბრძანებული სამი ჯვარი, რომლებმაც ეს წმინდა გზა გაიარეს, პატრიარქის კურთხევით, სამ სხვადასხვა რეგიონში გადაბრძანდება, კერძოდ, ჯვრის მონასტრიდან ჯვარი ბოდბეში წაბრძანდება, თხოთის მთიდან – მესტიაში, უჯარმიდან კი - ახალგორში, იკოთის დედათა მონასტერში. "და ეს ასე გაგრძელდება, სანამ მთელი საქართველო არ იქნება მოცული ამ წმინდა ჯვრებით", - აღნიშნა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















