სიახლეები
კვირაცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება
28/04/2014
27 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს დღესასწაული – კვირაცხოვლობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
მრევლს ქადაგებით მიმართადეკანოზმა ბესარიონ მენაბდემდა აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში ხარების დღესასწაულზე დაბრძანებულ სამ ჯვარს მომავალ კვირას, ანუ აღდგომიდან მესამე კვირას სამი მიმართულებით გადააბრძანებენ.
“ერთ ჯვარს მცხეთის ჯვარზე ააბრძანებენ, მეორეს – თხოთის მთაზე არსებულ ტაძარში, მესამეს კი – უჯარმაში არსებულ ტაძარში,” – ბრძანა მამა ბესარიონმა და დასძინა, რომ ხარება დღეს წმიდა ნინოს ლოცვით, მცხეთის ჯვრის ფერდობზე, ძუძუს წყაროსთან მოიჭრა სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც სამი ჯვარი შეიქმნა. ამის შემდეგ უფალმა ზეცაში უჩვენა გზები, თუ სად უნდა გადაბრძანებულიყო ეს ჯვრები. ზეციური სასწაულის მიხედვით, ერთი ვარსკვლავი მცხეთის ჯვარზე გაჩერდა, მეორე – თხოთის მთაზე და მესამე – უჯარმაში. სწორედ ამ სასწაულის მიხედვით ეს ჯვრები გადაბრძანდა ამ წმიდა ადგილებში.
დეკანოზ ბესარიონის თქმით, შარშან გადაბრძანებული სამი ჯვარი, რომლებმაც ეს წმიდა გზა გაიარეს, პატრიარქის კურთხევით, სამ სხვადასხვა რეგიონში გადაბრძანდება და ეს ასე გაგრძელდება, სანამ მთელი საქართველო არ იქნება მოცული ამ წმიდა ჯვრებით.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















