სიახლეები
მისმა უწმიდესობამ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი მიიღო
24/04/2014
საპატრიარქო რეზიდენციაში მისმა უწმიდესობამ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი მიიღო. შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა.
მისმა უწმიდესობამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და ქართველ ხალხს განსაკუთრებულად უყვარს ისრაელის სახელმწიფო და ებრაელი ხალხი. "ჩვენ გადმოცემაც გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა ღვთისაგან დალოცვას ნიშნავს" -აღნიშნა მისმა უწმიდესობამ და ებრაელთა დევნისა და ჰოლოკოსტის ხსენების დღესთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა, რომ იმჟამად მსოფლიომ ვერ შეძლო დროულად შეეჩერებინა ნაცისტების მიერ მილიონობით ებრაელის დევნა და წამება.
ისრაელის შინაგნ საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ისრაელის მიმართ მეგობრული ურთიერთობა არის მიზეზი მისი საქართველოში ყოფნის და სწორედ ეს ურთიერთობები დაედო საფუძვლად მის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოს მოქალაქეებისათვის დაჩქარებული წესით სავიზო რეჟიმის გაუქმებას. მისთვის ასევე მნიშვნელოანი იყო, რომ უკვე სააღდგომოდ ქართველ მორწმუნეებს შესაძლებლობა ქონოდათ ისრაელში უვიზოდ შესულიყვნენ. "ჩემთვის ცნობილია ქართველი ხალხის და საქართველოში მცოვრები ერების განსაკუთრებული პატივისცემა, ნდობა და სიყვარული თქვენი უწმიდესობის მიმართ. ეს პატივისცემა და თქვენი ღვაწლის განსაკუთრებული აღიარება დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გაცდა და ამიტომ მეც, როგორც ისრაელის წარმომადგენელი, განსაკუთრებულ პატივად ვიღებ თქვენთან შეხვედრას" - განაცხადა მინისტრმა და მის უწმიდესობას მზადყოფნა აღუთქვა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკლესიის ინტერესებს ისრაელში.
მისმა უწმიდესობამ მადლობა მოახსენა მინისტრს გულისხმიერებისა და საქრთველოს ეკლესიის დაფასებისათვის და გულთბილი მოკითხვის გადაცემა სთხოვა ისრაელის პრემიერ-მინისრსა და პრეზიდენტ პერესისათვის.
შეხვერას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბ-ნი ალექსანდრე ჭიკაიძე, ხონის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია) და პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ბ-ნი ლაშა ჟვანია. ისრაელის მხრიდან - ელჩი იუვალ ფუქსი და დელეგაციის წევრები.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















