Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Holy Fire

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

19/04/2014

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15:11 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ცეცხლი საფლავიდან დაახლოებით  15:16  საათზე გადმოვიდა. 

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. 

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

წმინდა ცეცხლს თბილისში 23.35 საათზე ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.

წმინდა ცეცხლს საქართველოში წელს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ჩამოიტანს და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

წმინდა ცეცხლი სხვადასხვა ტაძრებში სამების საკათედრო ტაძრიდანაც განაწილდება.

იხილეთ ვიდეო-რეპორტაჟი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced