სიახლეები
დიდი ხუთშაბათი – სადღესასწაულო ქადაგება
17/04/2014
დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა, რომლის დროსაც პატრიარქმა 12 მღვდელმსახურს ფეხს დაბანა. ფეხთბანვის წესისის შესრულების შემდეგ პატრიარქმა მრველს ქადაგებით მიმართა.
„ღვთის წყალობა და მადლი მოდის იმ ადამიანზე, რომელსაც გააჩნია თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე, სარწმუნოება. ქართველი ადამიანი ოდითგანვე ფიქრობს და ცდილობს, შეინარჩუნოს მტკიცე სარწმუნოება. ქართველი ადამიანი არავის ჩაგრავს, მას ურჩევნია დაჩაგროს თავისი თავი, ვიდრე – სხვა. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ის სიწმინდე, სარწმუნოება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომლითაც ცხოვრობდა და ცხოვრობს ქართველი ხალხი ამას ვერავინ შეაცვლევინებს და ვერავითარი სხვა ძალა ვერ შეცვლის. სიწმინდე მოდის ღვთისადგან, ეფინება ადამიანს და ჩვენ ვმადლობთ, რომ ეს სიწმინდე დღემდე გვაქვს და გვექნება კიდეც,“ – ბრძანა უწმიდესმა.
ქადაგების დასასრულს, უწმიდესმა ღმერთს შესთხოვა, რომ ქართველ ხალხს ბედნიერი აღდგომა გაუთენდეს.
„ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი და წყალობა და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს, ამინ! – აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქის ქადაგების შემდეგ ტაძარში ზიარების შემდგომ წარმოსათქმელი სამადლობელი ლოცვები წაიკითხეს.
შეგახსენებთ, წმიდა სახარების მიხედვით, დიდ ხუთშაბათს იესო ქრისტემ საკუთარი მოწაფეები იერუსალიმში ერთ სახლში შეკრიბა და მისი ბოლო ჟამის, ჯვარცმის შესახებ აუწყა. სიმდაბლის ნიშნად კი, მათ ფეხი დაბანა და ზიარების საიდუმლო დააწესა.
დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმიდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















