სიახლეები
მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა
07/04/2014
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა.
როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, მიღებულია განჩინება, რომლის მიხედვით, აღდგება მცხეთის სრული ტიტული და მას წმინდა ქალაქი, წმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეკ პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს, რომლის თანახმადაც, მელქისედეკ კათალიკოსი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.
დღეს ხარების დღესასწაული წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოველში აღინიშნება.
"იყო ასეთი წესი, რომ ამ დღეს მთელ მცხეთას სამღვდელოება და ხალხი ნაკურთხ წყალს ასხურებდა. ამიტომ გაძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ ასხუროთ სახლებს, ქუჩებს, შვილებს, ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა ნაკურთხი წყალი. როგორც მცხეთაში, ასევე თბილისში", - ბრძანა პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















