სიახლეები
სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
28/03/2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
ა ც ხ ა დ ე ბ ს
სამეცნიერო გრანტების კონკურსს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო ფონდსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი აცხადებს სამეცნიერო-საგრანტო კონკურსს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, საშუალება მიეცემათ ფონდს განსახილველად წარუდგინონ პროექტები გრანტებისთვის.
• • • • • • •
ისტორიულ სამშობლოსთან კულტურული კავშირების შენარჩუნებისა და მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლის ხელშეწყობა დიასპორებში.
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 3 თვე. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 6–თვიანი პროექტებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს.
ფონდში დასარეგისტრირებლად წარმოდგენილი უნდა იყოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) საპროექტო წინადადება ( როგორც ამობეჭდილი, ისე დისკზე ჩაწერილი ელექტრონული სახით შესრულებული პროგრამა Word-ში, ფონტი - Sylfaen, ზომა-12 ).
პროექტების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ყოველ დღე შაბათ -კვირისა და ოფიციალურად გამოცხადებული დასვენების დღეების გარდა, 2014 წლის 16 აპრილის 18:00 სთ-მდე. შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21.
ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N672
* * * * * * *
საკონტაქტო პირი: მირანდა ქირია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21
ტელ: + (995 32) 298 49 76
ელ.ფოსტა: info@patriarch.ge
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















